ახალი ამბები

ჯაფარიძე: მეტი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას ოლიგარქის მმართველობის დასასრულებლად

25 მაისი, 2015 •
ჯაფარიძე: მეტი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას ოლიგარქის მმართველობის დასასრულებლად

“ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას- მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’, საპარლამენტო ფრაქცია ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება. ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას. მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი, გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები ‘უპასუხისმგებლობასა’ და ‘წნეხის ვერგაძლებასთან’ დაკავშირებით. ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით”, – წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გიორგი მელაძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და ზურაბ ჯაფარიძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს და ისინი ახალ პარტიას ქმნიან.

ზურაბ ჯაფარიძე/ფოტო: რადიო თავოსუფლება
ზურაბ ჯაფარიძე/ფოტო: რადიო თავოსუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი