ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას კომფორტ პაკეტი დაემატა. სამოგზაურო დაზღვევის შეძენასთან ერთად მომხმარებელს 10 ლარად შეუძლია შეიძინოს რამდენიმე დამატებითი რისკის დაფარვა, რომელიც მას მოგზაურობისას სრულ კომფორტს შეუქმნის:
[checklist]
- საზღვარზე უარის დაზღვევა, რომელიც გულისხმობს შენგენის ან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის შესახებ უარს. ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება როგორც ბილეთის, ისე სასტუმროს/ბინის ხარჯები;
- რეისის გაუქმების ან გადადების დაზღვევა – ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რისთვისაც არსებობს ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა. კომფორტ პაკეტის შეძენის შემთხვევაში ალდაგი დაფარავს როგორც ახალი ბილეთის ხარჯებს, ისე ქვეყანაში დასარჩენად გაწეულ სხვა ხარჯებს;
- მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა – თუკი მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო იძულებული ხდებით დატოვოთ ქვეყენა, ამ შემთხვევაშიც ალდაგი ბილეთისა და დაბინავებისთვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს;
- ბარგის დაკარგვა – მოგზაურებისთვის ცნობილია, რომ ეს საკმაოდ ხშირი რისკია და დიდ დისკომფორტს და დამატებით ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის კომფორტ პაკეტი ამ ხარჯსაც დაფარავს.
- პირადი პასუხისმგებლობის დაზღვევა – ეს არის შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყანაში ყოფნისას თქვენდა უნებურად ზიანი მიაყენეთ მესამე პირს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამისთვისაც მზად იქნებით, თუკი გექნებათ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა.
[/checklist]
ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ონლაინ ხდება ლინკზე: https://travel.aldagi.ge/
იმოგზაურეთ ალდაგის დაზღვევასთან ერთად და გაისიგრძეგანეთ მსოფლიო.