ახალი ამბები

ფიროსმანის რეაბილიტაცია გადაიდო, სამაგიეროდ ქუჩაზე გაჩნდა გრაფიტი [ფოტო]

8 დეკემბერი, 2019 • 4099
ფიროსმანის რეაბილიტაცია გადაიდო, სამაგიეროდ ქუჩაზე გაჩნდა გრაფიტი [ფოტო]

თბილისის მერია აცხადებდა, რომ 2019 წელს ფიროსმანის ქუჩაზე 2-წლიანი რეაბილიტაციის პროექტის დაწყება იგეგმებოდა, რომლის ბიუჯეტიც 50 მლნ უნდა ყოფილიყო და სამუშაოები 2020-თვის დამთავრებულიყო.

თუმცა, დღეს, მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია წელს არ დაიწყება.

თბილისის მერი კახა კალაძე ამ პროექტზე საუბრისას, აცხადებდა, რომ ქუჩაზე ყველა სახლი ავარიულია და პროექტის ფარგლებში ყველაფერი მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით. კალაძე დარწმუნებულია, რომ პროექტით ბიზნესიც დაინტერესდება.

2020 წლისთვის, გეგმის მიხედვით, ქუჩა ასეთი უნდა ყოფილიყო:

რეაბილიტაციას, რომელიც “ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში უნდა შედგეს, თბილისის განვითარების ფონდი უდგას სათავეში. ნეტგაზეთს უწყებაში ეუბნებიან, რომ ფიროსმანის ქუჩაზე შენობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, შესაბამისად:

“შენობების მდგომარეობიდან გამომდინარე, მაცხოვრებელთათვის ამ შენობებში ცხოვრება საფრთხის შემცველია, სწორედ ამიტომ, პირველი რიგის სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობით არის გამოწვეული ის, რომ წელს არ იწყება ფიროსმანის ქუჩაზე პროექტის განხორციელებისთვის  გათვალისწინებული  შესაბამისი სამუშაოები,“ – ამბობენ ფონდში.

მერია ამბობს, რომ საბოლოოდ პროექტი აუცილებლად შედგება, თუმცა, ფონდის მიერ გამოგზავნილ პასუხში არ არის დაკონკრეტებული, თუ როდის უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია.

დღეს, გადადებული რეაბილიტაციის ნაცვლად, ფიროსმანის ქუჩის სახლების ნაწილი შავადაა შეღებილი და გრაფიტითაა მოხატული. მერიაში ამბობენ, რომ გრაფიტი რეაბილიტაციასთან კავშირში არ არის. შენობების მოხატვა, კი მერიასთან შეთანხმებული კერძო ინიციატივა იყო.

სტენსილები ფიროსმანის ქუჩაზე

გრაფიტი ფიროსმანის ქუჩაზე

გრაფიტი ფიროსმანის ქუჩაზე

გრაფიტი ფიროსმანის ქუჩაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი


ამავე თემაზე:

22 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც კალაძემ დღეს დააანონსა

მასალების გადაბეჭდვის წესი