ახალი ამბები

22 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც კალაძემ დღეს დააანონსა

29 იანვარი, 2019 • 2931
22 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც კალაძემ დღეს დააანონსა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 29 იანვარს იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა მშენებლობაც, მისი თქმით, 2019 წელს დაიწყება. ამ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ნაწილის მშენებლობა მიმდინარე წელსვე დასრულდება. მერიის ინფორმაციით, პროექტების დაფინანსება ქალაქის ბიუჯეტიდან განხორციელდება, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით მერმა ბიზნესს მოუწოდა, რომ ფინანსური მონაწილეობა მათაც მიიღონ.

კახა კალაძის მტკიცებით, მიმდინარე წელს მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის გამზირები ერთმანეთს დაუკავშირდება. პროექტის ღირებულება 18 მლნ ლარია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ასევე მოხდება გმირთა მოედანზე არსებული გვირაბის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 3.8 მლნ ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაციის პროცესი 2019 წელსვე დასრულდება. 2019 წელსვე დაიწყება დიღმის ჭალებში პარკის მშენებლობა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს დაახლოებით 11 მლნ ლარი დაუჯდება. მისი მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

2019 -2020 წლებში მერია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს:

  • მუხიანის აგარაკებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 1.9 მლნ ლარი
  • სასტუმრო რედისონთან გვირაბის რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 2 მლნ ლარი
  • ელბაქიძის ამოსასვლელთან მდებარე გვირაბის რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019 წელი)  – 1.3 მლნ ლარი
  • სოფელ დიღომში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 3 მლნ ლარი
  • კახეთის გზატკეცილზე გზის სრული რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 45 მლნ ლარი
  • კახეთის გზატკეცილზე გარე განათების მოწყობა (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 7 მლნ ლარი
  • კახეთის გზატკეცილზე მწვანე სივრცეელბის მოწყობა (სამუშაო პერიოდი 2019 წელი)  – 7 085 489
  • მონუმენტი “ადამიანი და მზე” რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 3 553 970  ლარი
  • კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 1.6 მლნ ლარი
  • ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 10 მლნ ლარი
  • კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია(სამუშაო პერიოდი 2019 წელი)  – 4. 9 მლნ ლარი
  • სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 4 მლნ ლარი
  • უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა (სამუშაო პერიოდი 2019 -2020 წლები) – 20-30 მლნ ლარი
  • ჭავჭავაძის გამზირზე გზის რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 13 მლნ ლარი
  • გორგასლის სანაპიროს განვითარება (სამუშაო პერიოდი 2019- 2020 წელს) – 110 მლნ ლარი
  • დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა (სამუშაო პერიოდი 2019-2020) – 12 მლნ ლარი
  • ვარკეთილი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა (სამუშაო პერიოდი 2019-2020) – 12 მლნ ლარი
  • ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 2.7 მლნ ლარი
  • მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019 წელი) – 9.9 მლნ ლარი
  • ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019-2020 წლები) – 50 მლნ ლარი
  • გუდიაშვილი-ფურცელაძის ქუჩების რეაბილიტაცია (სამუშაო პერიოდი 2019-2020 წლები) – 45 მლნ ლარი

წარმოდგენილი პროექტების გარდა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციაც, რომელიც მერიის ინფორმაციით,  დაახლოებით 5 თვეში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი