ახალი ამბები

დატოვეს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” რატიანმა, მელაძემ, ჯაფარიძემ და კუბლაშვილმა?

25 მაისი, 2015 •
დატოვეს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” რატიანმა, მელაძემ, ჯაფარიძემ და კუბლაშვილმა?

პარტიის წევრმა და დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოთხშაბათს გააცნობენ საზოგადოებას ინფორმაციას იმის შესახებ, დატოვა თუ არა რომელიმე პოლიტიკოსმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

 

მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ იგი არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, სერგო რატიანი პარტიის ოფისში დატოვა და მისთვის უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

 

პარლამენტარმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ სერგო რატიანს არ დაუტოვებია პარტია, რადგან 14 საათზე, დღეს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში პირადად ესაუბრა რატიანს და საუბარი არ ყოფილა იმი შესახებ, აპირებდა თუ არა პოლიტიკოსი პარტიის დატოვებას.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს სერგო რატიანმა, პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ.

 

ამ ოთხი პარლამენტარიდან არც ერთი არ ესწრება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საფინანანსო-საბიუჯეტი და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას, რომელიც დღეს ტარდება. “ნეტგაზეთი” მათთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ისინი ტელეფონს არ პასუხობენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მასალების გადაბეჭდვის წესი