ახალი ამბები

ხუნდაძე: სრულად მაჟორიტარულზე გადასვლის ინიციატივა პარლამენტში დავარეგისტრირეთ

4 დეკემბერი, 2019 • 1245
ხუნდაძე: სრულად მაჟორიტარულზე გადასვლის ინიციატივა პარლამენტში დავარეგისტრირეთ

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ 10 დეპუტატთან ერთად სრულად მაჟორიტარულ გადასვლაზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაარეგისტრირა.

ხუნდაძის თქმით, პროცედურის მიხედვით, საკანონმდებლო ნიციატივა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, რომელიც გასცემს ფორმებს აღნიშნულ საკითხზე ხელმოწერების შესაგროვებლად:

“საარჩევნო სისტემის ცვლილების თემა კიდევ აქტუალურია. მიუხედავადი იმისა, რომ უმრავლესობაში შევთანხმდით 2020 წლის საარჩევნო სისტემას არ შევეხებით, მაშინ ვთქვით, ჩვენ შევეცდებით დავარეგისტრიროთ ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე. ესაა ამერიკული 2 პალატიანი მოდელი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან.

დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ კანონპროექტი. პროცედულურად, ის გადაეცემა საპროცედურო კომიტეტს, რათა განიხილოს და მოგვცეს ფორმები რითაც გავალთ ხალხში. იმედი მაქვს უმტესობა საზოგადოებისა ამას შეხვდება პოზიტიურად და ვნახოთ რომელი პარლამენტი არ დაუჭერს მხარს საზოგადოების ასეთ მაღალ მოთხოვნას” – ამბობს ხუნდაძე.

მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს მაჟორიტარები უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ და ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. დეპუტატის თქმით, გუნდში კონსულტაციები გაგრძელდება:

“სამწუხაროდ იყო დაძაბულობაც სამწუხაროდ ვერ შევტანხმდით, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს ინიცირებული. უმრავლესობის ლიდერს აქვს პრინციპული წინააღმდეგობა. მე ვფიქრობ ხალხი უდნა იყოს პირდაპირი წყარო ხელისუფლების და გარანტი სტაბილურობის უნდა იყოს სწორედ ის. ამ ინიციატივას დღეს ჰყავს საინიციატივო ჯგფში 10 დეპუტატი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ არის მხოლოდ 10 დეპუტატი უმრავლესობაში გავაგრძელებთ კონსულტაციებს მაგრამ უფრო დიდ პერსპექტივას ვხედავ ხალხში” – ამბობს ხუნდაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი