კანონპროექტის ინიციატორია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე.
დეპუტატის განცხადებით, პროექტზე მუშაობისას გამოითქვა მოსაზრება, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით მთავრობისა და ფრაქციების სხდომების ტრანსლირებაც მომხდარიყო, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულ ფორმატებში, შესაძლოა, განიხილებოდეს საკითხები, რომელთა ღია ეთერით გადაცემა მიზანშეწონილი არ არის, ეს ინიციატივა პროექტში არ აისახა:
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” პარლამენტის პლენარული, ბიუროს, საკომიტეტო სხდომების ტრანსლირებას ისედაც უზრუნველყოფს, თუმცა ის, რაც ხდება დე ფაქტოდ, განმტკიცებული იქნება კანონით. თუკი მოვა ხელისუფლება, რომელიც გამჭირვალობისკენ მიდრეკილი არ იქნება, პარლამენტის საქმიანობის ღიაობას კანონი უზრუნველყოფს”.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” პარლამენტის პლენარული, ბიუროს და კომიტეტის სხდომების ტრანსლირებას დღემდე ნებაყოფლობით ახორციელებს, ახლა კი ეს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში იქნება გაწერილი. შესაბამისი კანონმპროექტი პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა.