ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოს ორპირი უწოდა

4 დეკემბერი, 2019 • 1160
დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოს ორპირი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ორპირი უწოდა.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ლონდონში ნატო-ს 70 წლის იუბილეზე ჩასული ლიდერები, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტზე ხუმრობენ. კადრებში ჩანს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტი და გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ანნა. ვიდეოში დონალდ ტრამპის სახელს არ ახსენებენ, თუმცა ჯასტინ ტრუდო სავარაუდოდ მასზე ამბობს, რომ დაიგვიანა, რადგან 40-წუთიანი პრესკონფერენცია ჰქონდა.

“ვუყურებდი, მისი გუნდის წევრებს ყბა როგორ ჩამოუვარდათ”, – ამბობს კანადის პრემიერი.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს ვიდეოს შესახებ, სადაც ჯასტინ ტრუდო, სავარაუდოდ, მასზე საუბრობს.

“ის ორპირია…”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. შემდეგ დასძინა, რომ ტრუდო “ძალიან კარგი ბიჭია”, თუმცა, როგორც ჩანს, არ მოსწონს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%-ის შეტანისკენ მოუწოდა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ნატო-ს ლიდერების შეხვედრის შემაჯამებელი პრესკონფერენციის გამართვაზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი