ახალი ამბები

პოლიციის ცნობით, ჩხოროწყუში ქმარმა ცოლი მოკლა

25 მაისი, 2015 • • 1342
პოლიციის ცნობით, ჩხოროწყუში ქმარმა ცოლი მოკლა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში მეუღლეს, 34 წლის ი. ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველების ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

პოლიციის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით).

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი