ახალი ამბები

მთავრობა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მილიონნახევარზე მეტ ლარს დახარჯავს

24 მაისი, 2015 •
მთავრობა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მილიონნახევარზე მეტ ლარს დახარჯავს

აქედან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს – 625 000 ლარი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – 385 000 (სამას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი; სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს – 224 000 ლარი; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს – 50 000 ლარი; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას – 295 000 ლარი.

 

ღონისძიებების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საქრთველოს მთავრობის N952 განკარგულებაშია მოცემული.

 

26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა დაამტკიცა საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 26 მაისს სახალხო ზეიმი გაიმართება. კერძოდ, თორმეტ საათზე დაიწყება ღონისძიება საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით, პირველ საათზე ფიცის დადება გაიმართება თავისუფლების მოედანზე,  იქნება ავიაშოუს ელემენტები. მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირი დაეთმობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს. 

 

ასევე, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხეს მოაწყობს, სადაც იქნება საგუნდაო და საციგურაო ადგილები. ასევე,  მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ჩატარდება კონკურსები, შეჯიბრებები, გაიმართება მხიარული სტარტები და სხვადასხვა ტიპის კონცერტები.

 

“26 მაისს იქნება ყველაფერი ის, რაც ამ დღეს დაამახსოვრებს მოსახლეობას და შეუქმნის მათ საზეიმო განწყობას,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი