ახალი ამბები

“ნატო იმაზე მეტად არის საქართველოში წარმოდგენილი, ვიდრე ოდესმე” – სტოლტენბერგი

4 დეკემბერი, 2019 • 956
“ნატო იმაზე მეტად არის საქართველოში წარმოდგენილი, ვიდრე ოდესმე” – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრების თაობაზე ძალაში რჩება. ამავდროულად, სტოლტენბერგის თქმით, არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მოხდება ეს.

“2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, სადაც მეც ვიყავი სხვა ამპლუაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ამავე დროს ჩვენ არ ვსაზღვრავთ ზუსტ დროს. ჩვენ ახლა ფოკუსირებული ვართ, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რომ მათ წინ წაიწიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გაატარონ რეფორმები, მოახდინონ უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია. საქართველოში ახლა იმაზე მეტად არის წარმოდგენილი ნატო, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გვქვს სასწავლო ცენტრი თბილისის შემოგარენში, ვატარებთ წვრთნებს, გვაქვს ახლო პოლიტიკური კონტაქტები”, – განაცხადა სტოლტენბერგმა ლონდონში მიმდინარე ნატო-ს კონფერენციაზე.

მისი თქმით, არსებული თანამშრომლობა სასარგებლოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-სთვისაც, ვინაიდან საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ალიანსის ოპერაციებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი