ახალი ამბები

ALDE საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას მხარს უჭერს

3 დეკემბერი, 2019 • 1923
ALDE საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას მხარს უჭერს

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE), რომელიც “თავისუფალი დემოკრატებისა” და “რესპუბლიკური პარტიის” პარტნიორია ევროპაში, მხარს უჭერს პროტესტის მონაწილეების მოთხოვნას და “ქართულ ოცნებას” საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ მოუწოდებს.

“მხარს ვუჭერ საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნას თავისი ქვეყნის უფრო დემოკრატიული, წარმატებული და  პროდასავლური მომავლისთვის. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, მოძებნოს გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან და განახორციელოს საარჩევნო სისტემის რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფართო ინტერესისთვის”, – წერს ALDE-ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი.

უფრო ადრე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), რომლის პარტნიორებიც საქართველოში „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, და ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა (S&D), რომელიც თავად “ქართული ოცნების” პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფია.

ევროპაში “ოცნების” პარტნიორი S&D ჯგუფი პროპორციულ სისტემაზე დაპირების შესრულებას მოელის

იმედგაცრუებულნი ვართ ცინიკური და მოღალატეობრივი ნაბიჯით – EPP პროპორციულზე

მასალების გადაბეჭდვის წესი