ახალი ამბები

დღეს თბილისში პატრიარქის ინიციატივით დაწესებული “აფხაზეთობა” აღინიშნება [ფოტო]

23 მაისი, 2015 • 1742
დღეს თბილისში პატრიარქის ინიციატივით დაწესებული “აფხაზეთობა” აღინიშნება [ფოტო]

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, ილია II-მ ამ დღის აღნიშვნის შესახებ ლოცვა–კურთხევა ერს 2013 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემისა და ჯვართამაღლების დღეს მისცა.

“მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღეს არის “აფხაზეთობა” და მე ვისურვებდი, რომ ეს დღე დარჩეს ასეთ ლამაზ ტრადიციად და მე ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს დღე აფხაზეთში და სოხუმში,”– განაცხადა პრემიერმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც ამ დღის აღსანიშნავად ღინისძიებები მიმდინარეობს.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენ არის მიმართული. ღარიბაშილის თქმით, აფხაზეთი თითოეული ქართველისთვის მოუშუშებელი იარაა.

“ჩვენს ურთიერთობებში არის გადაუჭრელი პრობლემა, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. მანამ, სანამ არ აღდგება ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, მანამდე ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი, ეს უნდა იცოდეს ყველამ და, რა თქმა უნდა, ვერც აფხაზეთი ვერ იქნება ბედნიერი, ვერც აფხაზი, ვერც ოსი იქნება ბედნიერი ჩვენ გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გაგება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამ დღის აღსანიშნავად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოვება, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალების გამოფენა და სხვა ღონისძიებები. 18:00 საათზე საზეიმო დღესასწაული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის” ახალი საკონცერტო პროგრამის პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდება.

‘აფხაზეთობა’ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ფოტო – ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდიდან 23.05.2015

‘აფხაზეთობა’ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ფოტო – ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდიდან 23.05.2015

‘აფხაზეთობა’ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ფოტო – ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდიდან 23.05.2015

თბილისის მერიის ცნობით, “აფხაზეთობის” დღესთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა. 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა „აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ფოტო – თბილისის მერიის Facebook გვერდიდან 23.05.2015
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა „აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ფოტო – თბილისის მერიის Facebook გვერდიდან 23.05.2015

ფოტო – თბილისის მერიის Facebook გვერდიდან 23.05.2015 23.05.2015
ფოტო – თბილისის მერიის Facebook გვერდიდან 23.05.2015 23.05.2015

ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და შოთა რეხვიაშვილმა. ფოტო – დევნილთა სამინისტროს facebook გვერდიდან 23.05.2015

მემორიალთან საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ფოტო – დევნილთა სამინისტროს facebook გვერდიდან 23.05.2015
მემორიალთან საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ფოტო – დევნილთა სამინისტროს facebook გვერდიდან 23.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი