ახალი ამბები

„ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“ – ენმ-ის ოფისს კვერცხები ესროლეს

3 დეკემბერი, 2019 • 1857
„ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“ – ენმ-ის ოფისს კვერცხები ესროლეს

დღეს საღამოს ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო მსვლელობა გამართეს, ენმ-ის ოფისთან მივიდნენ და კვერცხები ესროლეს.

დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები სხვადასხვა წარწერით: „ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“, „აიკრძალოს ნაცმოძრაობა“, „7 ნოემბერი გვახსოვს“ და ა.შ. მათ თან ჰქონდათ ცოცხები და ყავარჯნები.

ისინი დაახლოებით 18:05 საათზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის ოფისთან“ და კვერცხები ესროლეს. ოფისში ენმ-ის ადგილობრივი ოფისის თანამშრომლები შენობაში იმყოფებოდნენ. დემონსტრანტებმა დაახლოებით ერთი საათი დაჰყვეს შენობასთან.

ოფისში მყოფებმა მოგვიანებით შენობიდან დემონსტრანტების მიმართულებით გადმოყარეს მცირე ზომის პლაკატები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული და ეწერა „bidzinaxui“.

პოლიციამ კორდონი მხოლოდ მოგვიანებით შექმნა ენმ-ის ოფისთან. 7 საათისთვის დემონსტრანტებმა შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, თუმცა შორიახლოს რჩებოდნენ.

„დემიშიზაცია ქუთაისიდან დაიწყება“, – ამ სლოგანით თავდაპირველად, პირველ დეკემბერს, ქუთაისში შეიკრიბნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები.

გარეკანის ფოტო: Livepress

მასალების გადაბეჭდვის წესი