ახალი ამბები

26 მაისის ღონისძიებების გამო ვარდების მოედანი 22 მაისიდან გადაიკეტება

22 მაისი, 2015 • • 3726
26 მაისის ღონისძიებების გამო ვარდების მოედანი 22 მაისიდან გადაიკეტება

შსს-ს ცნობით, 22 მაისის 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე – ღონისძიებების დასრულებამდე ვარდების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

 

24 მაისს, 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის , უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას ქუჩებზე.

 

26 მაისს, 05:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო შეიზღუდება ლესელიძის, დადიანის და ლეონიძის ქუჩებზე.

შსს-ს ცნობით, ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება, მანამდე კი ავტომანქანები შემოვლითი გზით – თაბუკაშვილის ქუჩაზე იმოძრავებენ.

2015 წლის 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო ქუჩების გადაკეტვის განრიგი
2015 წლის 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო ქუჩების გადაკეტვის განრიგი

მასალების გადაბეჭდვის წესი