“ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი. სააკაშვილი არის წარსული. დაივიწყეთ სააკაშვილი და ნუღარ ფიქრობთ მასზე, ნუღარ საუბრობთ და ნუღარც მეკითხებით მასზე. არ მაქვს სურვილი ვისაუბრო სააკაშვილის გაუგებარ, სასაცილო განცხადებებზე. როგორ წარმოდგიდენიათ, რომ ჩვენს ძვირფას დროს გამოვიყენებ, თუნდაც მერკელთან ან ლატვიის პრეზიდენტთან, პრემიერთან, ვისაუბრო სააკაშვილზე? ვინ არის სააკაშვილი? ეს არის წარსული, უბრალოდ. მით უმეტეს, თუ გადმოცემაზეა საუბარი, ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მსურს, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მის არასერიოზულ განცხადებებზე“- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა რიგის სამიტზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა, იმის მაგივრად, რომ საქართველოსთვის მუშაობდეს, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას მის გადაცემაზე საუბრობს.

