ახალი ამბებირეკლამა

მამა დავითის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

3 დეკემბერი, 2019 • 1349
მამა დავითის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, პანთეონისა და მამა დავითის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, 400 გრძივი მეტრი ბორდიური და 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხი მოეწყო.

დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. საგზაო სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანიამ „ლატი+“ განახორციელა, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი