ახალი ამბები

გომელაური: გვლანძღავენ სიცივეში წყლის გამოყენებაზე, ახლა ვცდილობთ გავათბოთ

3 დეკემბერი, 2019 • 1432
გომელაური: გვლანძღავენ სიცივეში წყლის გამოყენებაზე, ახლა ვცდილობთ გავათბოთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციას არ მოსწონს პოლიციის არც უმოქმედობა და არც მოქმედება.

გომელაური აქციის წყლის ჭავლით დაშლაზეც ხუმრობს და ამბობს, რომ უწყებას სიცივეში ცივი წყლის გმაოყენების გამო აკრიტიკებენ, რის გამოც ახლა ცდილობენ წყალი გაათბონ და თბილი წყლით დაშალონ აქციები:

“სამწუხაროა, ძალიან ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ – რთულია. ჩვენ ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი მაქსიმალურად არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს” ,– ამბობს ვახტანგ გომელაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი