ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო შს მინისტრის შემდეგ, აფხაზეთში გენერალური პროკურორიც და მისი მოადგილეც დაითხოვეს

3 დეკემბერი, 2019 • 1333
დე ფაქტო შს მინისტრის შემდეგ, აფხაზეთში გენერალური პროკურორიც და მისი მოადგილეც დაითხოვეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გენერალური პროკურორის, ზურაბ აჩბასა და მისი მოადგილის, ეშსოუ კაკალიას თანამდებობიდან დათხოვნის საკითხები განიხილეს.

ძალოვანი ჩინოვნიკების თანამდებობებიდან დათხოვნები უკავშირდება  22 ნოემბერს სოხუმში, ღია კაფეში მომხდარ სროლას, რომლის დროსაც კრიმინალური ავტორიტეტები დაიღუპნენ.

დე ფაქტო პარლამენტმა 22 ნოემბერსვე მოითხოვა ძალოვანი უწყებებისგან საქმის გახსნა და დამნაშავეების დასჯა, თუმცა ამ დრომდე საქმე არ გახსნილა. გუშინ, 2 დეკემბერს გარდაცვლილების ახლობლებმა და მოქალაქეებმა სოხუმში აქცია მოაწყვეს და ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების პოსტებიდან გადაყენება მოითხოვეს. მოთხოვნები გუშინვე დაკმაყოფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი