ახალი ამბები

“ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის კონცერტი საპროტესტო აქციის პარალელურად [ფოტო]

3 დეკემბერი, 2019 • 2359
“ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის კონცერტი საპროტესტო აქციის პარალელურად [ფოტო]

2 დეკემბერს თბილისში “ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ კონცერტი გამართა, რომელიც მათი თქმით, ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უკავშირდებოდა. ამ კონცერტზე დასასწრებად “ოცნებამ“ სტუდენტები რეგიონებიდან ჩამოიყვანა.

კონცერტის პარალელურად, “ოცნების“ ოფისთან მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში“ აქციას მართავდა. აქციის დროს აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის არაერთხელ მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. დაშავდა 5 აქტივისტი, რომელიც სასწრაფომ საავადმყოფოებში გადაიყვანა.

კონცერტზე მოქალაქეებს, რომელთა დიდი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, თან ჰქონდათ “ქართული ოცნებისა“ და ევროკავშირის დროშები.

“ოცნების“ კონცერტი საპროტესტო აქციის პარალელურად. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ოცნების“ კონცერტი საპროტესტო აქციის პარალელურად. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კონცერტმა დაახლოებით 2 საათს გასტანა და ფოიერვერკებით დაგვირგვინდა.


10 ათასი სტუდენტის შეკრებას თბილისში დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ ორბელიანის მოედანზე [ძველი ე.წ.კოლმეურნეობის მიმდებარედ] აპირებდა. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შეკრიბა. სტუდენტები ბათუმიდანაც წავიდნენ და ახალციხიდანაც.

ბათუმელებმა მოიპოვეს ე.წ. სქრინები, რომლითაც ჩანს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის თვითმმართველობები სტუდენტებს “ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ეპატიჟებიან და თან ჰპირდებიან, რომ ქულებისა და დასწრების საკითხი მოგვარდება.

რა წერია შეტყობინებაში:

„საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი,“

ამავე თემაზე:

რისთვის მიჰყავს „10 ათასი სტუდენტი“ „ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი