მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთი უყიდა. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრა, ივანიშვილს შეუძლია რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტის” ბიზნესკლასით მოსკოვში გამგზავრება, ქვეყანა კი ნორმალური განვითარების გზას დაადგება.
“ბიძინა ივანიშვილს ბილეთი ვუყიდე. ეს არის “აეროფლოტის” ბილეთი ივანიშვილის სახელზე, თბილისი-მოსკოვის მიმართულება. მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის 35-ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნესკლასი, რადგან კარგ ცხოვრებას არის შეჩვეული. ამ ბილეთით მას ჩვენი ქვეყნის დატოვება შეუძლია. ამის შემდეგ უკვე ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაადგება”, – ამბობს ხაზარაძე.