ახალი ამბები

დისკუსია გაგრძელდება – რუდი პოლიტიკოსების შეხვედრის შემდეგ

30 ნოემბერი, 2019 • 1149
დისკუსია გაგრძელდება – რუდი პოლიტიკოსების შეხვედრის შემდეგ

„შევთანხმით, რომ გაგრძელდება დისკუსია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალების შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციის და ხელისუფლების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა 2020 წლის არჩევნების შესახებ, რომელსაც ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის ლიდერები დიპლომატებთან ერთად ესწრებოდნენ, 4-ის ნახევრისთვის დასრულდა.

„ვისაუბრეთ სხვადასახვა გამოსავალზე, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, შევთანხმდით, რომ გაგრძელდება დისკუსია. ოპოზიცია და მმართველი გუნდი დათანხმდნენ, რომ კიდევ უნდა გაიმართოს საუბრები და შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, დაეხმარონ ამ პროცესში“, — განაცხადა ელიზაბეთ რუდმა შეხვედრის შემდეგ.

ნახეთ ასევე:

დიალოგი დღეს არ დამთავრებულმა – უსუფაშვილი შეხვედრის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი