ახალი ამბები

მარნეულში სახლების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

30 ნოემბერი, 2019 • 1012
მარნეულში სახლების ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მარნეულში ჯგუფურად ქურდობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს — 1962 წელს დაბადებული კ.ხ. და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ. დააკავეს.

შსს-ის თანახმად, ბრალდებულებმა მარნეულში სხვადასხვა დროს 4 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ბრალდება 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა კ.ხ. – მ მარნეულში კიდევ 3 სახლი გაქურდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ „ბ“ ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი