ახალი ამბები

ეკონომონიკის მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

29 ნოემბერი, 2019 • 1395
ეკონომონიკის მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე თანამდებობას ტოვებს. ნეტგაზეთს სამინისტროში უთხრეს, რომ ალავიძე პოსტიდან პირადი გადაწყვეტილებით მიდის. დამატებით ინფორმაციას პრესსამსახური არ ავრცელებს.

ნიკოლოზ ალავიძე ნათია თურნავას მოადგილედ 2019 წლის მაისში დაინიშნა. როგორც მინისტრმა მისი წარდგენისას განაცხადა, ალავიძეს ინვესიტიციების მიმართულებით უნდა ემუშავა. მინისტრი განმარტავდა, რომ მის დაქვემდებარებაში იქნებოდა ყველა ის პირი ნებისმიერი უწყებიდან, ვისაც შეხება აქვს ინვესტორებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი