ახალი ამბები

ეკლესიაში დაბრუნება სინანულით უსასყიდლოდ არის შესაძლებელი – ჯაღმაიძე

29 ნოემბერი, 2019 • 1385
ეკლესიაში დაბრუნება სინანულით უსასყიდლოდ არის შესაძლებელი – ჯაღმაიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება “ბიბლიური თავისუფლების” მიერ ე.წ. მონანიების საბუთის 50 ლარად გაყიდვას.

“გირჩის თუ “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემული არცერთი საბუთი არ წარმოადგენს აუცილებელ ან საკმარის პირობას მისი ყოფილი “მღვდელმსახურის” მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად. ეს სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემულ საბუთს კი სულერთია რას უზამენ”, – წერს ჯაღმაიძე.

“გირჩის” მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ “ბიბლიურმა თავისუფლებამ” 29 ნოემბერს თქვა, რომ საკუთარ მღვდელმსახურებს “მონანიებისა” და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც “გირჩი” აცხადებს, მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, “ბიბლიური თავისუფლების” წევრებმა პარტიის ოფისებს უნდა მიაკითხონ და “მონანიების” საბუთის გადასახდელად 50 ლარი მიიტანონ.

“ბიბლიური თავისუფლება” მღვდელმსახურებს “მონანიების” საშუალებას 50 ლარად სთავაზობს

მასალების გადაბეჭდვის წესი