ახალი ამბები

აპატურაი: შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

29 ნოემბერი, 2019 •
აპატურაი: შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი განცხადებას აქვეყნებს და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს.

აპატურაის თქმით, ნატო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან და შეშფოთებით აკვრიდება:

“ნატო (და მე) საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან და შეშფოთებით ვაკვირდებით. მნიშვნელოვანია, რომ არის დიალოგი და ნაბიჯი ჩიხიდან გამოსასვლელად. მოხარული ვარ ცნობებით ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. საქართველოს აქვს ძლიერი დემოკრატია და ამის დემონსტიტრება კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს კონსენსუსის პოვნით”, – წერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი