ახალი ამბები

ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება – კობახიძე

29 ნოემბერი, 2019 • 887
ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება – კობახიძე

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ხვალ, 30 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან.

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მეც მქონდა კომუნიკაცია ელჩებთან, მათ გამოხატეს ინიციატივა, რომ მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ხედავენ ოპოზიციის მხრიდან, იქნება დავმსხდარიყავით დიალოგის ფორმატში.

ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების საფუძველზე ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის“, – ამბობს კობახიძე.

კობახიძე განმარტავს, რომ შეხვედრას ასევე დაესწებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და “იქ გაიმართება დისკუსია“. მისივე თქმით, დისკუსიის საგანი შეხვედრის დროს ასევე იქნება ე.წ. გერმანული მოდელი, თუმცა “ოცნება“ ამ საკითხზე დიდხანს გაჩერებას არ გეგმავს.

“დღეს დაზუსტდება შეხვედრის ფორმატი, დრო და ადგილი და ამასთან დაკავშირებითაც მოგაწვდით ინფორმაციას“, – ამატებს კობახიძე.

გერმანულ მოდელზე ვრცლად წაიკიხეთ:

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

რას ნიშნავს არჩევნები „გერმანული მოდელით“ | როგორი იქნებოდა ასეთი პარლამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი