ახალი ამბები

“გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით” – გიგი უგულავა

29 ნოემბერი, 2019 • 1249
“გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და ადგილიდან გაიყვანეს, აცხადებს, რომ გაათავისუფლეს და აქციაზე ბრუნდება.

“დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით”, – წერს უგულავა Facebook-ში.

შსს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, გიგი უგულავას, გიორგი კანდელაკისა და ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებაზე ან განრიდებაზე ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

აქციამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლა, სადაც ოპოზიციის ცნობით, თეა წულუკიანი იმყოფება

მასალების გადაბეჭდვის წესი