ახალი ამბები

აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს

29 ნოემბერი, 2019 • 2926
აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს

“ეროვნულ ბიბლიოთეკასთან” მიმდინარე აქციაზე სამი პირი, მათ შორის, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება, ოპოზიციისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათ ბიბლიოთეკასთან პარლამენტიდან გადმოინაცვლეს. აქციის მონაწილეები ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

განახლება

აქციამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლა, სადაც ოპოზიციის ცნობით, თეა წულუკიანი იმყოფება

აქციამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლა, სადაც ოპოზიციის ცნობით, თეა წულუკიანი იმყოფება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი