ახალი ამბები

მთავრობა იმერეთში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

28 ნოემბერი, 2019 • 1438
მთავრობა იმერეთში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება, რომლითაც იმერეთში, სოფლების, ხვანის, ჭალოვანის, ნიგვზარას, ბერეთისა და კოლბოურის სიახლოვეს, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა.

პრესსამსახური ავრცელებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქარის ენერგეტიკული პოტენციალი შეფასებულია დაახლოებით 1500 მგვტ, წლიური 5 მლრდ.კვტ.სთ გამომუშავებით, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში 2021 წლის ჩათვლით შესაძლებელია მხოლოდ 350 მგვტ-მდე სიმძლავრის ქარის სადგურების ინტეგრირება სისტემაში არსებული დღევანდელი რეზერვების გათვალისწინებით.

„სამომავლოდ, რეზერვების ზრდასთან ერთად, ქარის სადგურების მშენებლობა უფრო მეტი ინტენსივობით იქნება შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 330-350 მგვტ. ქსელში ინტეგრირებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კერძო კომპანიებთან სამშენებლო მემორანდუმების გაფორმების პროცესი“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

[მასალა განახლდება დამატებითი ინფორმაციით]

მასალების გადაბეჭდვის წესი