ახალი ამბები

ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში უკრაინის თხოვნით გადაიდო 2020-მდე – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

28 ნოემბერი, 2019 • 1670
ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში უკრაინის თხოვნით გადაიდო 2020-მდე – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის კიევში, რომელიც ნოემბერში იყო დაგეგმილი, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო უკრაინის მხარის თხოვნითვე 2020 წლისათვის გადაიდო.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობითვე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა.


ზურაბიშვილი და ზელენსკი ერთმანეთს პოლონეთში, ვარშავაში შეხვდნენ 2019 წლის პირველ სექტემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი