ახალი ამბები

ბატონმა ბიძინამ დაგროვილ კითხვებს გულწრფელად უპასუხა – გახარია

28 ნოემბერი, 2019 • 781
ბატონმა ბიძინამ დაგროვილ კითხვებს გულწრფელად უპასუხა – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გულწრფელად უპასუხა. როგორც ჟურნალისტებს გახარიამ უთხრა, “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილის მიზანი სრულიად ნათელი იყო და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

“ბატონმა ბიძინამ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს აბსოლუტურად გულწრფელად უპასუხა. ჩემთვის ყველაზე მნიშვვნელოვანი იყო იმაზე ხაზგასმა, რამდენად რთულია სრულად დემოკრატიული პროცედურების დაცვით ქვეყნის წარმატებულად მართვა. ეს ის გამოწვევაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მარტივია ქვეყნის მართვა, როდესაც შენს  ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს უკანონოდ იყენებ. რთულია მართვა მაშინ, როცა დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, სადაც მედია თავისუფალია, სადაც გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი დოზის გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატია გვაქვს, რომ ზოგიერთებს პარლამენტის შტურმი და ბლოკირება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია… ეს იყო ჩემთვის ძირითადად გასაგები. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  ის მიზანი, რომელიც ჩვენ ამ ინტერვიუში დავინახეთ, არის გასაგები და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ვმუშაობთ”, – ამბობს პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ტელეკომპანია “იმედის” წამყვანმა ნიკა ლალიაშვილმა ჩაწერა. გადაცემა ეთერში 27 ნოემბერს გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი