ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღეს

28 ნოემბერი, 2019 • 1885
აზერბაიჯანში პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღეს

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, “ენი აზერბაიჯანის” პოლიტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე აზერბაიჯანის პარლამენტის – მილი მეჯლისის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გახდა, რომ პარლამენტის არსებული შემადგენლობა აღარ შეესაბამება ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანებსა და გატარებული რეფორმების პოლიტიკას.

აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ, 29 ნოემბერს იმსჯელებს.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისში 125 დეპუტატია და ყველა მათგანი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი