ახალი ამბები

ივანიშვილი პროპორციულის გარდა შეუსრულებელ “პრინციპულ დაპირებას” ვერ იხსენებს

27 ნოემბერი, 2019 • 1223
ივანიშვილი პროპორციულის გარდა შეუსრულებელ “პრინციპულ დაპირებას” ვერ იხსენებს

“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 7 წლის მანძილზე არ ახსენდება არცერთი პრინციპული დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა ვერ შეასრულა. ამის შესახებ მან იმედის გადაცემა “სვოტ ანალიზში” განაცხადა.

რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს, ივანიშვილი ამბობს, რომ ეს იყო მისი ინიციატივა და დაპირება, რომელიც ვერ შესრულდა.

“სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. გუნდი დაზიანდა, ჩემ სიტყვებს ძალიან ვუფრთხილდები. ყველა განიცდის,  როცა ის ამბობს და ვერ აკეთებს…

ჩვენ ცილს გვწამებდნენ, რომ რაღაც ვერ შევასრულეთ, ვერ გავაკეთეთ, მაგრამ არცერთი პრინციპული დაპირება არ მახსოვს, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი