ახალი ამბები

შსს: რუსთავში 23 წლის ქალი, სავარაუდოდ, თანაკლასელმა მოკლა

17 მაისი, 2015 • • 1013
შსს: რუსთავში 23 წლის ქალი, სავარაუდოდ, თანაკლასელმა მოკლა

გამოძიების ცნობით, გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

“სამართალდამცველებმა გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია”, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით

მასალების გადაბეჭდვის წესი