ახალი ამბები

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა

16 მაისი, 2015 • 1440
საფეხბურთო კლუბი ბარსელონა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა

ცერემონია კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა ხორდი კარდონერმა და დირექტორმა რამონ პონტმა მანიფესტს მოაწერეს ხელი. ამ მანიფესტის თანახმად, “ბარსელონას” ევალება, ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებას, ტოლერანტობას, პატივისცემასა და ღირსებას განსაკუთრებით სექსუალურ ორიენტაციასთან მიმართებით.

 

კლუბის განცხადებით, “ბარსელონა” სრულად უჭერს მხარს 2007 წლის 11 ივლისს მიღებულ კანონს, რომელიც სპორტში ძალადობის, რასიზმის, ქსენოფობიის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ არის მიმართული და პირობას დებს, რომ იბრძოლებს ჰომოფობიის, ბიფობიის, ტრანსფობიის და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ სპორტის სამყაროში.

 

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა 2015 წლის 17 მაისს პირველად აღნიშნავს ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

 

ბარსელონა ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა. ფოტო – FC Barcelona
ბარსელონა ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა. ფოტო – FC Barcelona

ბარსელონა ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა ფოტო – FC Barcelona
ბარსელონა ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა ფოტო – FC Barcelona

მასალების გადაბეჭდვის წესი