ახალი ამბებირეკლამა

WIZZ AIR ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა

27 ნოემბერი, 2019 • 2270
WIZZ AIR ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა

Wizz Air, ყველაზე ეკო მეგობრული, წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, „საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად“ დასახელდა AirlineRatings მიერ. ეს ავია ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარებაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ზედიზედ მეორე წელია, ამ ტიტულის მფლობელი Wizz Air ხდება.

„წლის ავიაკომპანიების“ დაჯილდოვება, მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ ავიაკომპანიის უსაფრთხოების დონის, კომფორტისა და მომსახურების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, წლის ავიაკომპანიის ნომინანტი ავიაკომპანია ინოვაციური და ეკო მეგობრული იყოს, ჰქონდეს უხარვეზო საჰაერო სამარშუტო ქსელი და ისევ და ისევ მომართული იყოს მგზავრების დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ გადაყვანაზე. Airlineratings რედაქტორები ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებით აფასებენ სხვადასხვა ავიაკომპანიას და საუკეთესო ნომინანტებიდან კიდევ უფრო საუკეთესოებს არჩევენ გამარჯვებულებად.

სტივენ ჯონსი, Wizz Air -ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს: ”მოხარული ვართ, რომ AirlineRatings–ის მიერ დაწესებული ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები სწორედ ჩვენ გავხდით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ Wizz Air მიერ თავისი მომხმარებლების წინაშე აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მგზავრებს საუკეთესო გამოცდილება, დაბალი ფასები და ხელმისაწვდომი შესაძლებლობები შევთავაზოთ. ვაგრძელებთ ახალი ჰორიზონტების ათვისებას თქვენთან ერთად, ჩვენი მეგობრული ეკიპაჟი ახალი, თანამედროვე და ულტრაეფექტური ავიახომალდების ბორტზე გელოდებათ!“

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  650-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 149 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი