ახალი ამბები

საუკეთესო გამოსავალია, თუ ენმ-ის ადგილს დაიკავებენ ისინი, რომლებსაც უყვართ ეკლესია – კობახიძე 

26 ნოემბერი, 2019 • 809
საუკეთესო გამოსავალია, თუ ენმ-ის ადგილს დაიკავებენ ისინი, რომლებსაც უყვართ ეკლესია – კობახიძე 

“ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო გამოსავალი, თუ შემდეგ პარლამენტში არ იქნება არცერთი “ნაციონალი” და თუ მათ ადგილებს დაიკავებენ კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები და ისეთი პოლიტიკური ძალის წარმომადგელები, რომლებსაც უყვართ ქვეყანა, უყვართ ეკლესია და ა.შ.” ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ასეთ პოლიტიკურ ოპოზიციას ვერ შექმნის.

“ჩვენ ასეთ პოლიტიკურ ძალას ვერ შევქმნით, თავისთავად უნდა შეიქმნას და როგორც კი ორპარტიული რიჟიმი დაიმსხვრევა, მაშინვე გაჩნდება სივრცე აბსოლუტურად კონსტრუქციული პოლიტიკური ძალებისთვის; ისეთი პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ეფუძნებიან თან ეროვნულ და თან დასავლურ ღირებულებებს”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ დღეს ოპოზიცია არის კრიზისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი