ახალი ამბები

სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია – კობახიძე

26 ნოემბერი, 2019 • 1089
სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია – კობახიძე

„სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია. კრიზისსა და სალობიეში, პირველ რიგში, ისინი არიან და კარგია, რომ მიხვდნენ, სად უნდა მისულიყვნენ“, – თქვა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

წინა საღამოს, როდესაც დემონსტრანტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანთან ახლოს სალობიე „ბიას“ სტუმრობდა.

ამ ცნობის გავრცელების შემდეგ სალობიე „ბიასთან“ მომიტინგეები შეიკრიბნენ, მიიტანეს ჯონჯოლი და კიტრის მწნილი და დემონსტრაცია მოაწყვეს.

ზურაბიშვილმა პოლიციის დახმარებით დატოვა ტერიტორია.

მომიტინგეთა ნაწილი სალობიე ბიასთან მივიდა, სადაც მათი ინფორმაციით პრეზიდენტი ვახშმობს

მასალების გადაბეჭდვის წესი