ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა $20 მილიონი გაყიდა

26 ნოემბერი, 2019 • 913
ეროვნულმა ბანკმა $20 მილიონი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, დღეს 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდეს.

მათი ცნობითვე, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9699 შეადგინა.

მანამდე, დღის განმავლობაში, „ბლუმბერგის“ ტერმინალზე დოლართან ლარის გაუფასურების ტენდენცია შეინიშნებოდა. 15:00 საათის მდგომარეობით, კურსმა დოლარის სასარგებლოდ 2.989 ნიშნულსაც კი მიაღწია.

ეროვნული ბანკი დოლარის განახლებულ კურსს 17:00 საათისთვის გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი