ახალი ამბები

ხაშურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

15 მაისი, 2015 • 1456
ხაშურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მუცლის არეში დანით დაჭრა 1990 წელს დაბადებული კაცი, ხოლო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა დაჭრილის დედას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 20 წლის პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი