ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი და ხაჯიმბა 15 მაისს სოჭის რეზიდენციაში შეხვდებიან

14 მაისი, 2015 • • 1190
პუტინი და ხაჯიმბა 15 მაისს სოჭის რეზიდენციაში შეხვდებიან

ოფიციალური ინფორმაციითვე, რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მიზანი 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” დოკუმენტის ფარგლებში არსებული საკითხების განხილვაა.

 

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ სოჭში 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ახალ ეტაპებს ითვალისწინებს.  4 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი