ახალი ამბები

“შეცვალეს“ სამ აქტივისტს სასამართლომ 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

25 ნოემბერი, 2019 • 1347
“შეცვალეს“ სამ აქტივისტს სასამართლომ 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

მოძრაობა “შეცვალეს“ სამ აქტივისტს, რომლებიც 21 ნოემბერს “ოცნების“ ოფისთან დააკავეს, 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს სასამართლოში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ აქტივისტებს დაკავებაში ყოფნის პერიოდი სასჯელში ჩაეთვალათ, შესაბამისად, მათ ერთ დღეში გაათავისუფლებენ.

3 აქტივისტი, მათ შორის, ტეტე გედენიძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სასამართლომ აქტივისტები სამართალდამრღვევებად მხოლოდ 173-ე, სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში ცნო, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წარმოება შეწყვიტა.

პოლიციელებმა “შეცვალეს“ აქტივისტები მაშინ დააკავა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ელჩებთან 21 ნოემბერს შეხვედრას მართავდა. შეხვედრის პარალელურად კი საპროტესტო აქცია მიმდინაეობდა. მაშინ პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა, თუმცა ერთი მალევე გაათავისუფლა, 3-ის წინააღმდეგ კი ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება დაიწყო.

“ოცნების ოფისთან” მოძრაობა “შეცვალეს” კიდევ ერთი წევრი, ტიტე გედენიძე დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი