ახალი ამბები

ოპოზიცია და აქტივისტები რუსთაველზე მსვლელობას მართავენ [ვიდეო]

25 ნოემბერი, 2019 • 1013
ოპოზიცია და აქტივისტები რუსთაველზე მსვლელობას მართავენ [ვიდეო]

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას აპროტესტებენ, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველზე მსვლელობას მართავენ.

მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ მიერმართება, სადაც დაგეგმილია აქცია.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისევ აპირებენ პარლამენტის პიკეტირებას. ხვალ პარლამენტის პლენარული სხდომაა დაგეგმილი. პოლიციამ დღეს ოპოზიციას 3 სატვირთო მანქანა ჩამოართვა და საჯარიმოზე გადაიყვანა. მანქანებში შეშა და აქციისთვის საჭირო სხვა ნივთები ინახებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი