”ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც ვისაუბრე მინდია ჯანელიძესთან და მის ყოფილ მოადგილეებთან, როდესაც პირველად შევხვდით, იყო, რა თქმა უნდა, ეს კონტრაქტი. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ გადაწყვეტილად და 100%-იანი დადასტურებით, რომ მე ამ კონტრაქტს ხელ მოვაწერ და ეს დიდი ხნის შემდეგ არ იქნება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემა ”პოლიტარტში” სტუმრობისას.
საფრანგეთან კონტრაქტი ეხება საჰაერო თავდაცვითი იარაღის, საჰარეო თავდაცვითი სისტემის შესყიდვის საკითხს, რომელთან დაკავშირებული მემორანდუმის ხელმოწერის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას გუნდისგან გამოყოფის პროცესი დაიწყო. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ საფრანგეთში მემორანდუმის გასაფორმებლად ჩასულს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოს მართვის მაშინდელი მდივანი მინდია ჯანელიძე დაუკავშირდა და დოკუმენტზე ხელისმოწერისგან თავის შეკავება თხოვა. ალასანიას თქმით, მან მემორანდუმს ხელი მოაწერა, რადგან საჰაერო თავდაცვითი იარაღის, საჰარეო თავდაცვითი სისტემის შესყიდვის საკითხი წელიწადზე მეტი დროის მანძილზე განიხილებოდა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან.
ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ყოფნისას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას მოგვიანებით ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე, 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა