ახალი ამბები

„საბჭოში რუპორით ორი მიზეზის გამო მოვედი“ – ნაზი ჯანეზაშვილი

25 ნოემბერი, 2019 • 872
„საბჭოში რუპორით ორი მიზეზის გამო მოვედი“ – ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს 25 ნოემბრის სხდომაზე რუპორით მივიდა. წინა კვირას ის ამბობდა, რომ საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ მისი ნებართვის გარეშე მიკროფონის ჩართვა ტექნიკურად შეუძლებელი გახადა.

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ დღეს საბჭოში რუპორით ორი მიზეზის გამო მივიდა:

  1. „საბჭოს წევრთა უმრავლესობა, რამდენიმე არამოსამართლე წევრის ჩათვლით, არის ჩინჩალაძის რუპორი. ჩინჩალაძის რუპორია პარლამენტის მიერ არჩეული წევრი გზირიშვილიც, რომელიც თავის მდგომარეობას იყენებს და საკუთარი ხმით “ვაჭრობს”, რადგან საკუთარ შვილს მოსამართლეობისკენ გზა გაუკვალოს. ჯერ ისეთი მოსამართლე ვის რად უნდა, მამა რომ ეხმარება კარიერის აწყობაში;
  2. სხდომის მიმდინარეობისას მიკროფონის ჩართვა გიორგი მიქაუტაძის ნებართვის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. რაღაც ახალი ტექნიკური სისტემა დანერგა პირადი გადაწყვეტილებით. შესაბამისად, იძულებული გავხდი სხდომებზე ვიარო რუპორით და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო, რათა ჩემი ხმა ისმოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი