ახალი ამბები

2 წლის ანიტასთვის 257 000 ევრო შეგროვდა, დარჩენილია 43 ათასი

25 ნოემბერი, 2019 • 1559
2 წლის ანიტასთვის 257 000 ევრო შეგროვდა, დარჩენილია 43 ათასი

ორი წლის ანიტა ფაცაციასთვის საწყის ეტაპზე გულში სპეციალური აპარატის ჩასადგმელად საჭირო თანხის შესაგროვებლად 43 000 ევროა დარჩენილი.

ნათესავების ინფორმაციით, ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია: “სუსტადაა ბავშვი… დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამს და ისიც მაქსიმუმ 2 ლუკმას, მეტს არა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ანიტას ნათესავმა თამო სადრაძემ.

მისი განმარტებით, ანიტას გამოსაჯანმრთელებლად საწყის ეტაპზე საჭიროა 300 000 ევრო, თუმცა ეს მხოლოდ სპეციალური აპარატის ჩასადგმელად საჭირო თანხაა. ამის შემდეგ აუცილებელი იქნება მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა, სადაც ბავშვს გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რაც დამატებით თანხასთან არის დაკავშირებული, რომლის ოდენობაც ჯერ უცნობია. ანიტა ფაცაცია ოჯახთან ერთად ამ დროისათვის ავსტრიაშია, სადაც მკურნალობის მიზნით წაიყვანეს.

რეკვიზიტები #ანიტასთვის

საქართველოს ბანკი- Bank of Georgia #GE28BG0000000100761966

თიბისი ბანკი- TBC Bank #GE38TB7855945064300017 მიმღები -ლია ჩხაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი