“გადავდივარ იმ ფრაქციაში, სადაც უფრო მეტად არის კონცენტრირებული ლიბერალური ღირებულებები, რომელსაც მე ვიზიარებ”, – განაცხადა კორძაიამ.

 

დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ფრაქცია დღეს დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორძაიამ თვითონ მიიღო.


თამარ კორძაია “ოცნების” ფრაქციაში პირველად თვითმმართველობის კოდექსზე მიმდინარე მსჯელობის კონტექსტში გააკრიტიკეს, როდესაც ილია მეორემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დაშლისკენაა მიმართული. პატრიარქის ამ განცხადებას პარლამენტიდან უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებით პატრიარქი ზედმეტად ჩაერია სახელისუფლებო ფუნქციებში. კორძაიას მიერ “ალიასთან” მიცემულ ინტერვიუს, ასევე, უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა. ჯაჭვლიანის განცხადებით, დეპუტატს პატრიარქის მიმართ მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. 

 

გარდა ამისა, თამარ კორძაია უმრავლესობის წევრების ნაწილისაგან განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდა ფარული მოსმენების კანონმდებლობის, ასევე, შუღლის გაღვივების კრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით.


 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *