ახალი ამბები

“არასერიოზულად აღვიქვამთ“ – მეგრელიშვილი კალაძის განცხადებაზე

25 ნოემბერი, 2019 • 1491
“არასერიოზულად აღვიქვამთ“ – მეგრელიშვილი კალაძის განცხადებაზე

პოლიტიკური პარტია “გირჩის” თქმით, ისინი არასერიოზულად აღიქვამენ კალაძისა და “ოცნების” განცხადებას იმის შესახებ, რომ  რიგ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატს არ დააყენებენ და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსს მისცემენ.

“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამენ და მიიჩნევენ, რომ “ოცნება” “ვერ ცნობს რეალობას, თუ რა სჭირთ, და ჰგონიათ, რომ ამგვარი განცხადებით ყურადღების გადატანა შეიძლება”.

“შესაძლოა, ამით ცდილობენ, რომ ოპოზიციაში ვიღაცებს გაუგორონ კოჭი, რომ ვთქვათ, ჩვენ დაგეხმარებით ვიღაცებზე გამარჯვებაში.

განცხადებას ჩვენს პოზიციაზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, სერიოზულად არ აღგვიქვამს და გავაკეთებთ იმავეს, რასაც გუშინ ვაკეთებდით, იგივე პოზიცია დაგვრჩა, რაც გუშინ გვქონდა”, – ამბობს ვახო მეგრელიშვილი ნეტგაზეთთან.

“მივიღეთ გადაწტვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” სახელით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ გააკეთა.

გარდა ამისა, კალაძემ თქვა, რომ 2020 წლისთვის გამორიცხულია რაიმე ცვლილება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

ზოგიერთ ოლქში “ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს – კალაძე

ზოგიერთ ოლქში “ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი