ახალი ამბები

ეს არის პოლიტიკური თაღლითობა – “ლელო” კალაძის განცხადებაზე

25 ნოემბერი, 2019 • 668
ეს არის პოლიტიკური თაღლითობა – “ლელო” კალაძის განცხადებაზე

მოძრაობა “ლელოში” პოლიტიკურ თაღლითობად აფასებენკახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2020-ში რიგ მაჟორიტარულ ოლქში “ოცნება” კანდიდატს არ დააყენებს.

აღნიშნული განცხადება დღეს, 25 ნოემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ გააკეთა.

“შეიძლება, მართლა არ დააყენოს [“ოცნებამ”] რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი, როგორც არ დააყენა, ვთქვთ, მთაწმინდის ოლქში კანდიდატი, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მაგრამ არ გვახსოვს, რეალურად, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმეში შეწინააღმდეგებოდა “ქართულ ოცნებას”.

უშუალოდ “ოცნების” დეპუტატი გაიმაჯრვებს, თუ გაიმარჯვებს მისი რომელიმე პოლიტიკური სატელიტი, ყველა ეს ხმა წავა ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში და მოემსახურება ქვეყნის განვითარები შეფერხებას. ამიტომ ეს არის კვლავ პოლიტიკური თაღლითობა“, – ამბობს კოჟორიძე პრესკონფერენციაზე, რომლის ვიდეოსაც რუსთავი 2 აქვეყნებს.

“მივიღეთ გადაწტვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” სახელით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ გააკეთა.

გარდა ამისა, კალაძემ თქვა, რომ 2020 წლისთვის გამორიცხულია რაიმე ცვლილება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ვრცლად ამ თემაზე:

ზოგიერთ ოლქში “ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი